სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

23 ივნისი 2025, 14:05 246 ნახვა
00:00
00:00

სტუდენტთა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ბათუმში. კონფერენციის მიზანს  საზღვაო მეცნიერებების, ლოგისტიკის, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის თანამედროვე პროცესებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა.

როგორც ქართველ ისე უცხოელ სტუდენტებს საშუალება მიეცათ კონფერენციის ფარგლებში  ცოდნა და გამოცდილება  გაეზიარებინათ ისეთ საკითხებში, როგორიცაა საზღვაო სფეროში გარემოსდაცვითი საკითხები.

ასევე საკითხები ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. კონფერენციას უკვე მეცხრე წელია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ატარებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში