გაცვლითი პროგრამა ბსუ-სა და ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტს შორის

26 ნოემბერი 2025, 11:11 139 ნახვა

ბსუ-სა და ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, სტუდენტები მოკლევადიანი სასწავლო პროგრამით და კვლევითი ვიზიტებით ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში შეძლებენ გაცვლით პროექტში მონაწილეობას.

მემორანდუმის მიხედვით, ორივე დაწესებულება ეცდება ითანამშრომლოს კვლევაში სიმპოზიუმების, კვლევითი კონფერენციების, აკადემიური ინფორმაციის გაცვლის, კვლევის გამოქვეყნების, ასევე კვლევითი მასალებისა და მონაცემების შეგროვებისა და გაზიარების ხელშეწყობის გზების შესწავლით.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი