კვირის ბოლომდე დეპუტატები "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანასაც გეგმავენ. ინიციატივაზე დეპუტატები დღეს სესიაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.
სიახლის მიხედვით, სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება.
საკანონმდებლო პროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რეგულაციების გამკაცრებას მოსამართლისადმი უპატივცემულობის შემთხვევაშიც.
სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა უქმდება.