ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბირთვისის კანიონის ტერიტორიაზე

27 ივნისი 2025, 10:19 93 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბირთვისის კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ბირთვისის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის პროცესის გამარტივებას და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

ბირთვისის ისტორიულ-კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის მოწყობა ბუნებაში მინიმალური ჩარევით ხორციელდება.

განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს დაცულ ტერიტორიებზე პირველი ვია ფერატას მოწყობა — ეს არის კლდოვან რელიეფზე მოწყობილი მარშრუტი, რომელიც ექსტრემალური და აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში