რევაზ სტურუას აუდიტორია ბსუ-ში

27 ივნისი 2025, 18:05 175 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე პროფესორ რევაზ სტურუას სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

ღონისძიება უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. მასწავლებლის სახელობის აუდიტორიის გახსნას თან ახლდა არქიტექტურისა და მშენებლობის მიმართულების სტუდენტთა საკურსო ნამუშევრების გამოფენა.

წარმოდგენილია შენობების მაკეტები, არქიტექტურული კომპოზიციები და თემატურად გაფორმებული პლანშეტები.

რევაზ სტურუა იყო ბსუ-ს საპატიო დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი და საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტი.

მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის განვითარებაში. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს 150-ზე მეტ ნაშრომს, მათ შორის — ოთხ სახელმძღვანელოს, ორ მონოგრაფიასა და 16 გამოგონებას.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში