ტრენინგ-სემინარი ქართულ ჭიდაობაში

27 ივნისი 2025, 20:09 75 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება ტრენინგ-სემინარი ქართულ ჭიდაობაში, რომლის მიზანი აჭარაში მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიულ დაოსტატება, ასევე სპორტული გარემოს გაჯანსაღება და მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაა.

ტრენინგ-სემინარში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წევრებიც მონაწილეობენ. სემინარი მიმართულია აჭარაში მწვრთნელებისა და მსაჯების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებისკენ, ტექნოლოგიური ინოვაციების დამკვიდრებაზე, ფსიქოლოგიურ მომზადებასა და გამოცდილების გაზიარებაზე.

დღეს თეორიულ კურსთან ერთად უკვე პრაქტიკული მეცადინეობაც გაიმართა. გამოცდილმა სპეციალისტებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება უკვე საჭიდაო ხალიჩაზე გაუზიარეს.

ტრენინგ-სემინარები ქართულ ჭიდაობაში 29 ივნისს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში