მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და ირლანდიასთან 28:35 დამარცხდა.
„უმცროსი ბორჯღალოსნების“ რიგებში ორი ლელო გიორგი სპანდერაშვილმა მიითვალა, ხოლო თითო გაგი მარგველაშვილმა და შოთა ხელაძემ. ოთხი გარდასახვა ლუკა თაყაიშვილის ანგარიშზეა.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მარცხის მიუხედავად, ორი ბონუს ქულა აიღო: 4 ლელოსთვის და 7 ან ნაკლები ქულით მარცხისთვის.
საქართველოს ნაკრები მეორე ტურის მატჩს 4 ივლისს, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს, ბოლო ტურში კი, 9 ივლისს, იტალიას დაუპირისპირდება.