"ვარდისფერი სივრცე" - ბათუმში ონკოპაციენტების ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანი ონკოპაციენტთა ფსიქო-სოცილიალური მხარდაჭერა, მათი ინფორმირებულობის გაზრდა და მკურნალობის დაფინანსების პროგრამებსა და მედიკამენტების მოძიების ხელშეწყობაა. ცენტრი, რომელიც რეფერალურ საავადმყოფოში იფუნქციონირებს, პაციენტთა ორგანიზაცია "ევროპა დონა საქართველოსა" და კავკასიის ონკოსაზოგადოების „HOPE” -ს ერთობლივი პროექტია.