„2024 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგების წარდგენის პროცესი“ თემაზე ბუღალტერული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
რეგიონში არსებული მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ინფორმაციულ შეხვედრებს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიულ ფედერაციასთან ერთად საქართველოს მასშტაბით მართავს, რომლის მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, მათთვის ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივება და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე წარდგენის დროს ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი.