ბათუმში მიმდინარე FIDE-ს ქალთა მსოფლიო თასის პირველ ტურში პარტია სამივე ქართველმა მონაწილემ გამარჯვებით დაასრულა.
ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშებამ სტარტი გუშინ აიღო. ასპარეზობაში მონაწილეობას 46 ქვეყნის 107 ქალი მოჭადრაკე იღებს.
საქართველოდან ჩემპიონატში 7 სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის 2 აჭარიდან. დღეს პირველი ტურის მეორე პარტია მიმდინარეობს.
ტურნირი 5 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა და 29 ივლისს დასრულდება.