,,ლელო-ძლიერი საქართველო“ კოალიციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აცხადებენ, რომ როდესაც ხელისუფლება მათ შევიწროებას, პოლიტიკურ დევნასა და დაშინებას შეეცდება - ამას მხოლოდ ბრძოლის გაძლიერებითა და შეტევით უპასუხებენ.
ცნობისთვის, გუშინ პარტია ლელო საქართველოს წარმომადგენლები: კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ლევან ჯორბენაძე, გენერალური მდივნის მოადგილე, ოთარ ფარულავა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ბექა ბერიძიშვილი დააკავეს.