პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

10 ივლისი 2025, 10:40 86 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის სატყეო უბნის ერთ-ერთ მონაკვეთზე ფოთლოვანი ჯიშის მერქანი, შემდგომში რეალიზაციის მიზნით უკანონოდ გაჩეხა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული სოფელ ალის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, რომელსაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე არსებული ავტომობილით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა გადაჰქონდა.

გამოძიება მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში