პროფესიონალებსა და 15 წლამდე მოზარებს შორის ბადმინტონის საქართველოს თასის გათამაშება გაიმართა.
მონაწილეობა ქვეყნის რვა კლუბმა, სამ კატეგორიაში, ჯამში 60-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო.
საქართველოს თასის გათამაშება, ბადმინტონის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ბადმინტონის ფედერაციის, სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და კერძო სექტორის მხარდაჭერით ჩატარდა.