საგამოცდო პროცესში დღეიდან სტუდენტები ჩაერთვნენ. საგრანტო კონკურსის მონაწილეებს ტესტირება დილის სესიაზე ჩაუტარდათ.
გამოცდის შედეგებზეა დამოკიდებული აპლიკანტების საუნივერსიტეტო დაფინანსება ანუ გაიზრდება თუ არა მათი გრანტის ოდენობა.
პარალელურად გრძელდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. დღეს აბიტურიენტებს ისტორიის გამოცდა ჩაუტარდათ.