ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ალელიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინის გასაღები გადასცა. ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
"მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ალელიშვილების 6-შვილიანმა ოჯახმა მერიისგან ჯამში 130 -მდე კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა მიიღო.
მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ბათუმში არიან რეგისტრირებულნი და 6 და მეტი შვილი ჰყავთ.
პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საცხოვრებელი ბინები ჯამში 24 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.