შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იწყება 

11 ივლისი 2025, 10:35 117 ნახვა

ბათუმში დღეს შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი იწყება.  ჯაზის, გოსპელისა და ფანკის მუსიკალურ ჟღერადობას სწორედ ფესტივალს გახსნის დღეს მოისმენთ.

დღეს გრემის ჯილდოს მფლობელი მომღერალი, პროდიუსერი, მსახიობი - ლედისი წარსდგება მელომანების წინაშე. რიგით მეთვრამეტე ჯაზ ფესტივალი ტრადიციულად ბათუმის კორტებზე გაიმართება.

კონცერტამდე სტუმრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს. სამივე საფესტივალო საღამოებს ჯემ სეიშენები განაგრძობს.

ჯაზ მატარებელი ბათუმისკენ დღეს დაიძრება და მგზავრებისთვის დაგეგმილია სიურპრიზები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში