ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს

11 ივლისი 2025, 11:48 119 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საყრდენი კედლებისა და მიწის ვაკისის მოწყობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

„პროექტის პირველ ეტაპზე უკვე მოეწყო 180-მეტრიანი დამცავი კედელი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს გზის მდგრადობას. გარდა ამისა, მიმდინარეობს ქუთაისი-ალპანა-მამისონისა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზების მიერთების გაუმჯობესების სამუშაოები სოფელ ზუდალთან. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორმალიანი, 76.2 მეტრი სიგრძის ხიდი მდინარე რიონზე და ხიდთან მისასვლელი გზები. ახალი ხიდი დააკავშირებს საჩხერე-ონის 51 კმ-იან გზას ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზასთან, რაც გააუმჯობესებს სატრანსპორტო გადაადგილებას პირობებს. მშენებლობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 1.3 მილიონ ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში