ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით - პაპუაშვილი

11 ივლისი 2025, 17:00 131 ნახვა

ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის და ექსტრემიზმის ურთიერთკავშირის შესახებ.

„ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის. სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის და ექსტრემიზმის ურთიერთკავშირის შესახებ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის, „პატრიოტები ევროპისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. უნგრელ დეპუტატს კითხვები აქვს ევროკავშირსა და ათეულ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით და შესაბამისი მონაცემების დეტალურად გამოქვეყნებას ითხოვს. ევროკომისიიდან გამოთხოვილ და გამოქვეყნებულ მასალებში ბრიუსელიდან საქართველოს მესამე სექტორისთვის გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციაც იძებნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში