სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ მეორე ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას ეკლესიის საწინააღმდეგო პოლიტიკაში ადანაშაულებს. მღვდელმთავრის თქმით, ეს პოლიტიკა ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ემუქრება. გავრცელებულ განცხადებაში გარეგინ მეორე აღნიშნავს, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო პოლიტიკა ასევე საფრთხეს უქმნის ხალხის ერთობას.
ასევე კათოლიკოსმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებები წარმოადგინოს, როგორც ნაბიჯები, რომლებიც მხოლოდ ზოგიერთი მღვდელმსახურის წინააღმდეგაა გადადგმული, თუმცა ნათელია რომ ეს ქმედებები სისტემურ ხასიათს ატარებს და ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული.