ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ხახულის მე-2 შესახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი ხახულის ქუჩიდან მამია ვარშანიძის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მდინარე ხახულის 950 მეტრ მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლები მოეწყობა, 23 ხიდი აშენდება , სრულად განახლდება სანიაღვრე და გარეგანათების სისტემები. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები . ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს პირველი ხიდის მშენებლობა და ნაპირსამაგრი კედლების ამოყვანა. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 16 მილიონ ლარს აღემატება, 2026 წლის მაისის ბოლოს დასრულდება.