გონიოში, ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სამი ავტომობილი. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა.