ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში- საქართველოს საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა

15 ივლისი 2025, 20:01 115 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა,  კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე. როგორც ცნობილია  სხვა საკითხებთან  ერთად  განიხილებოდა საქართველოს საკითხი, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი და ხელისუფლების წარმომადგენლებზე სანქციების დაწესება.

მაგალითად პოლონეთი მხარს უჭერს სანქციებს, თუმცა არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, სლოვაკეთი და უნგრეთი კი არც  სანქციების მომხრეა და   არც  უვიზო მიმოსვლის გაუქმების.   

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაფასეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი და სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი