„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წერილი ციხიდან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიესალმება მისი და გახარიას პარტიების თანამშრომლობას და ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას. მამუკა ხაზარაძეს მიაჩნია,რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე არ უნდა დარჩეს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ბოიკოტი „ქართული ოცნების“ ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. წერილში ასევე წერს, რომ მათი მიზანი უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება. განმარტავს, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით გაფორმდა პარტიებს შორის მემორანდუმი.