აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოსა და ევროპის ჩემპიონებს შეხვდა

17 ივლისი 2025, 15:42 183 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოსა და ევროპის ჩემპიონებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი თქმით, შეხვედრას ის სპორტსმენები ესწრებოდნენ, რომლებმაც ბოლო პერიოდში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

"მთავრობის თავმჯდომარემ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ მათგანს აუცილებლად ექნება
მხარდაჭერა.

სპორტის ხელშეწყობა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მიმდინარე წელს, აჭარის რეგიონიდან უკვე 10-მდე ევროპის ჩემპიონი და 80-მდე საქართველოს ჩემპიონია. რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

შეხვედრას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ესწრებოდნენ ",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი