თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების შემთხვევას პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიციის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფომ კერძო საკუთრების უფლების დაცვასთან ერთად საკუთარი მოსახლეობის უფლებების დაცვა უნდა შეძლოს.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გამოსახლების გადაწყვეტილება იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მოულოდნელი არ იყო და მათთან მოლაპარაკებას ხელისუფლება დიდი ხნის წინ ცდილობდა.