გიორგი ახობაძე განაჩენის მოლოდინში

25 ივლისი 2025, 20:01 176 ნახვა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე სასამართლო განაჩენს ორშაბათს, გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ახობაძემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

ის დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საუბრობდა მისი საქმის გარშემო, განმარტავდა თუ როგორ მოხდა მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან მის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალებების ჩადება.

შემდეგ მისი ნების საწინააღმდეგოდ პირის ღრუდან ნერწყვის ნიმუშის აღება და ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანა. მან ასევე განაცხადა, რომ მის დამკავებელ პოლიციელებს მისი ჩხრეკის ვიდეო-გადაღება არ მოუხდენიათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში