რუსებმა დნიპროს დაარტყეს - არის მსხვერპლი

26 ივლისი 2025, 09:26 112 ნახვა

რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. დნიპროზე მიტანილი იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 5.დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ღამით რუსულმა ძალებმა კომბინირებული იერიში განახორციელეს.

დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობა და სამრეწველო საწარმოები. ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრშიც.

სერგეი ლისაკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნიპროს თავზე 7 რაკეტა და 26 დრონი ჩამოაგდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში