ისრაელი ღაზის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

09 სექტემბერი 2025, 11:09 137 ნახვა

ისრაელის არმია ღაზის  მოსახლეობას ახალი შეტევის წინ ევაკუაციისკენ მოუწოდებს. თუ ჰამასი არ გაათავისუფლებს მის ტყვეობაში მყოფ  უკანასკნელ მძევლებს, ღაზის სექტორს ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს - აფრთხილებს პალესტინურ დაჯგუფებას ისრაელი.

ევაკუაციის  შესახებ ბრძანებამ ღაზის მაცხოვრებლებში პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ ღაზაში უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩა.

ისრაელის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, ისრაელმა ღაზის ტერიტორიის 75% თავის კონტროლქვეშ მოაქცია. ღაზაში დარჩენილი 48 მძევლიდან 20 ცოცხალია.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციამ 62 ათასზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა, თითქმის მთელი მოსახლეობა იძულებით გადაადგილებული პირი გახდა და ტერიტორიის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი