ტრამპი მეტროში უკრაინელი ლტოლვილი გოგონას მკვლელობას გამოეხმაურა

09 სექტემბერი 2025, 10:19 105 ნახვა

სოციალურ მედიაში ამერიკის ჩრდილოეთ კაროლინის შტატში  22 აგვისტოს მომხდარი  მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელსაც დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ეჭვმიტანილი, რომელიც შარლოტში მეტროთი მგზავრობისას უკრაინელ ლტოლვილს დაესხა თავს. 34 წლის დეკარლოს ბრაუნს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს.

დონალდ ტრამპმა, რომელმაც დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის ფარგლებში ცოტა ხნის წინ გააძლიერა ფედერალური ჯარების განლაგება ურბანულ რაიონებში, დაგმო მკვლელობა და ეჭვმიტანილს „გიჟი და შეშლილი“ უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი