თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალს დღეს წარუდგენენ

28 ივლისი 2025, 12:02 126 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს დღეს ბრალს წარუდგენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წელს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა.

უწყების ცნობით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას. საუბარია, ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით, სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე შესყიდვაზე, რის შედეგადაც ტექნიკის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა, სახელმწიფოს კი მილიონ 300 ათასზე მეტის ზიანი მიადგა. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში