აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს განათლების მინისტრს შეხვდა. მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სულხან თამაზაშვილმა გივი მიქანაძეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
ასევე მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთან ერთად, ბათუმის ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სკოლა ბათუმის ცენტრალურ ნაწილში შენდება და 1400 მოსწავლეზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ფასადის და ინტერიერის კეთილმოწყობა.