თქვენს ერთგულებაზე, საქმიანობაზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა, რისთვისაც მადლობას გიხდით - გეკა გელაძე სუს-ის თანამშრომლებს

01 აგვისტო 2025, 15:51 188 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის დაარსების მე-10 საიუბილეო წელს ულოცავს.

გეკა გელაძის თქმით, სწორედ მათ ერთგულებასა და საქმიანობაზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ სამსახურის დაარსების მე-10 საიუბილეო წელს. ეს ათწლეული წარმოადგენს თითოეული თქვენგანის ყოველდღიური თავდადების, მუხლჩაუხრელი შრომისა და ქვეყნისთვის უპირობო მსახურების ისტორიას. სწორედ თქვენს ერთგულებასა და საქმიანობაზე დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა, რისთვისაც გულითად მადლობას გიხდით. საამაყოა, რომ უსაფრთხოების სამსახური ჩამოყალიბდა იმ უმძლავრეს ინსტიტუციად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას, ებრძვის ტერორიზმსა და კორუფციას, იცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებას თქვენს საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ – ნათქვამია გეკა გელაძის მისალოც ტექსტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი