ბათუმის მოვლენებზე 8 ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

17 მაისი 2017, 00:00 3897 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო 11-12 მარტის მოვლენებზე  დაკავებულების საქმეს დღეს განიხილავს. არსებითი განხილვა 8 ბრალდებულის საქმეზე გაიმართება. პროცესი 15 საათზეა ჩანიშნული

დღევანელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვას იტყვიან და არ არის გამორიცხული მოუსმინონ მოწმეებს და მხარეებმა წარმოადგინონ მოპოვებული მტკიცებულებებიც.

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სულ 20 პირია დაკავებული. მათ გამოძიება მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმას ედავება. დანარჩენების საქმეს სასამართლო 19 მაისს განიხილავს. 

განახლებული:

 

განახლებული:

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში