ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილება მკვლელობის საქმეზე

06 დეკემბერი 2025, 17:59 117 ნახვა

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიემებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო.
ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 28 აპრილს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, მამა- შვილს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში