რუსეთზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. მათი ცნობით, 2 აგვისტოს, ღამით რუსეთის რამდენიმე რეგიონში აფეთქებები მოხდა, რასაც თან საჰაერო თავდაცვის სისტემების გააქტიურება მოჰყვა.
მედიის ცნობით, შეტევის შედეგად ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა დაადასტურა დრონებით დარტყმა ნოვოკუიბიშევსკში.
ოლქში დროებით შეიზღუდა მობილური ინტერნეტის მუშაობა და სამარის აეროპორტმა დროებით შეწყვიტა ოპერირება. დრონებით შეტევისა და საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ იუწყებიან ლიპეცკისა და ვორონეჟის ოლქების მცხოვრებლებიც.