სერბეთში 2024 წელს ნოვი სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე კიდევ 11 პირი დააკავეს

02 აგვისტო 2025, 09:28 162 ნახვა

სერბეთში, 2024 წლის ნოემბერში ნოვი სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის საქმეზე, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა,  კიდევ 11 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ქვეყნის მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ასევე სახელმწიფო რკინიგზის კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.

გამოძიების თანახმად, ორმა ყოფილმა მინისტრმა და რამდენიმე პირმა ჩინური კომპანიების კონსორციუმს, რომლებმაც ნოვი სადის სადგურის რეკონსტრუქცია განახორციელეს, საშუალება მისცეს ბიუჯეტიდან თანხები უკანონოდ მიეღოთ.

ნოვი სადის ტრაგედიამ სერბეთში მასობრივი პროტესტი და მთავრობის გადადგომა გამოიწვია.

დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად ასახელებდნენ კორუფციას, უყურადღებობას, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფას და კორუფციულ კავშირებს სერბეთის მმართველ ელიტაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი