არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულსა და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია - ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2025, 12:50 227 ნახვა

არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბეშუმში, „შუამთობის" დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას „შუამთობის“ დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ყველას აერთიანებს.

„არაფერი ისე არ ინახავს ქართულ სულს და ქართულ ტრადიციებს, როგორც ქართული მთა და ამ კუთხით გამორჩეულია მაღალმთიანი აჭარა. ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოდიხარ ზემო აჭარაში, ის გაოცებს თავისი ბუნების განსაკუთრებული სილამაზით, მაგრამ ყველაზე გასაოცარი არის ის განსაკუთრებული სითბო, რომელსაც აქაური მოსახლეობა გიზიარებს ყოველ ჩამოსვლაზე, განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობა, რითაც გამოირჩევა ეს ხალხი. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

 

ძალიან მიხარია, რომ გრძელდება ტრადიცია, ეს დღესასწაული აერთიანებს მთას და ბარს, ერს და ბერს, ყველას გვაერთიანებს და ყველა ერთად ვზეიმობთ ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს - ეს არის იმ ტრადიციების გამოძახილი, რომელიც საუკეთესოდ არის წარმოდგენილი ამ მხარეში. მინდა ქართულ მთას და მაღალმთიან აჭარას ვუსურვო გაძლიერება, თითოეულ თქვენგანს - კეთილდღეობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი