გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

06 აგვისტო 2025, 11:03 235 ნახვა

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. სხდომა 16:00 საათზეა დანიშნული.

გასულ პროცესზე ბრალდებულმა გიორგი ახობაძემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. მისი და დაცვის მხარის პოზიციით, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ის სამართალდამცავებმა „ჩაუდეს“.

ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აქვს წარდგენილი.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი