„ლივერპული" „კრისტალ-პალასთან" დამარცხდა, მამარდაშვილს არ უთამაშია

11 აგვისტო 2025, 09:55 97 ნახვა

„ლივერპული“ ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ლივერპული“ 2:3 დამარცხდა.

„უემბლიზე“ გამართულ დაპირისპირებაში გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა შორის იყო, გუნდის მწვრთნელმა, არნე სლოტმა კარში ბრაზილიელი ალისონ ბეკერი დააყენა. მე-4 წუთზე „ლივერპული“ უგო ეკიტიკემ დააწინაურა. მე-17 წუთზე „კრისტალ პალასმა“ ჟან-ფილიპ მატეტას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლომდე ჯერემი ფრიმპონგმა „ლივერპული“ მეორედაც გაიყვანა წინ.

77-ე წუთზე „კრისტალ პალასმა“ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „კრისტალ პალასის“ მოთამაშეებმა შეასრულეს და ტიტული მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი