ბაჩიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი

11 აგვისტო 2025, 18:03 89 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლო „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ 12 საათზე გამოაცხადებს.

მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მხარეთა დასკვნითი და გიორგი ბაჩიაშვილის საბოლოო სიტყვა მოისმინა.

დაცვის მხარის მტკიცებით, პროკურატურის მიერ საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს რომ ბაჩიაშვილმა დანაშაულის ჩაიდინა.

მსჯავრდებულბა საქმის გარშემო დღესაც ვრცლად ისაუბრა. როგორც მან სასამართლოზე განაცხადა, ის პოლიტიკური ნიშნით, ბიძინა ივანიშვილის მიერ იდევნება და მისთვის წარდგენილი ბრალიც აბსურდულია.

გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის უკანონო მითვისებას, დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას ედავება. 

საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი