ვაშინგტონში პოლიციამ 23 პირი დააკავა

13 აგვისტო 2025, 09:53 148 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვაშინგტონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დედაქალაქში 23 პირი დააკავეს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

გარდა ამისა, თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, ღამის განმავლობაში პოლიციამ ექვსი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

ლევიტის განმარტებით, დაკავებები სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის მკვლელობის, იარაღის უკანონო შენახვის, ნარკოტიკების გავრცელების და მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო მოხდა.

ამასთან, თეთრ სახლში განმარტეს, რომ მომდევნო თვის განმავლობაში დამნაშავეების დევნა და დაკავება გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი