ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი აზრით, „ჰამასთან“ ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობა „წარსულს ჩაბარდა“ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებას ციტირებს, რომ „ჰამასი“ შეთანხმებისთვის მზად არ არის.
კითხვაზე, კვლავ ღიაა თუ არა ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, ისრაელის პრემიერმა უპასუხა: „ვფიქრობ, ეს უკვე წარსულს ჩაბარდა“.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, დიდი გზა გავიარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მძევალი, როგორც ცოცხალი, ასევე, დაღუპული, მათ ხელში რჩება'' - აცხადებს ნეთანიაჰუ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
პრემიერ-მინისტრის განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ განაცხადა, რომ ღაზაში 60-დღიანი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გეგმებზე მუშაობდა.