რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმების დადებაა და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება - ტრამპი

16 აგვისტო 2025, 18:06 178 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი,  დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმების დადებაა და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

ტრამპის თქმით, 18 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა და თუ ყველაფერი გამოვა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დაიგეგმება.

„შესანიშნავი და ძალიან წარმატებული დღე იყო ალასკაში. რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ისევე როგორც გვიან ღამით სატელეფონო საუბარმა უკრაინის პრეზიდენტთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ნატო-ს უაღრესად პატივცემულ გენერალურ მდივანთან. ყველას მიერ განისაზღვრა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმების დადებაა, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ხშირად არ სრულდება. პრეზიდენტი ზელენსკი ორშაბათს, შუადღისას ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში შემხვდება. თუ ყველაფერი გამოვა, შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას დავგეგმავთ. პოტენციურად, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება“, – წერს ტრამპი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში