სულხან თამაზაშვილმა მხარდამჭერებს ხულოს მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე წარუდგინა

17 აგვისტო 2025, 10:59 292 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებს ხულოს მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილის თქმით, ვახტანგ ბერიძეს აქვს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ამ გამოცდილებით და ახალი ენერგიით კი კიდევ უფრო მეტ განვითარებას მოუტანს მუნიციპალიტეტს.

"ვახტანგ ბერიძე წლების განმავლობაში იკავებდა ხულოს მერის თანამდებობას. დარწმუნებული ვარ ამ გამოცდილებას ახალი შემართებითა და ენერგიით მოახმარს მუნიციპალიტეტის განვითარებას.

 

ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს მაღალმთიან აჭარაში. მჯერა, რომ მას აქ მცხოვრები ადამიანების სრული მხარდაჭერა ექნება და ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ვახტანგ ბერიძე 2018-2024 წლებში იკავებდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას. 2024 წლიდან დღემდე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ის პოლკოვნიკი და 2008 წლის ომის ვეტერანია.

სულხან თამაზაშვილმა მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძესთან და პარტია „ქართული ოცნების“ ხულოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ, ანზორ ბოლქვაძესთან ერთად წარუდგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში