რუსეთის მიერ ხარკოვზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა - უცხოური მედია

18 აგვისტო 2025, 10:00 97 ნახვა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დაშავებულია, სულ მცირე, 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი.

ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე არიან ადამიანები. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.

არსებული ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის სამრეწველო რაიონს დაარტყეს. ერთ-ერთი დრონი კი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. სულ დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი და 15 მანქანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში