გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეული სერვისები შეფერხებულია

18 აგვისტო 2025, 17:19 145 ნახვა

გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეული სერვისები შეფერხებულია. ამის შესახებ იუსტიციის სახლის განცხადებაშია აღნიშნული.

„გაცნობებთ, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა; ასევე, სანოტარო ბიუროებში შეფერხებულია სანოტარო სერვისების გაცემა.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“,- აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში