გლობალური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, იუსტიციის სახლი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

19 აგვისტო 2025, 09:45 110 ნახვა

გლობალური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, იუსტიციის სახლი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სახლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„იუსტიციის სახლი ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას. გლობალური ხარვეზი, რომლის გამოც იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებული იყო სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემის პროცესი, აღმოფხვრილია“, – წერს იუსტიციის სახლი.

ცნობისთვის, გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეული სერვისები შეფერხებული იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში