შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი გაიხსნა

20 აგვისტო 2025, 11:50 103 ნახვა

ზუგდიდში შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გაიხსნა. სიტყვით მიმართვების შემდეგ  პრემიერმა და განათლების მინისტრმა სასწავლო სივრცეები დაათვალიერეს.   

ახალი სასწავლო კორპუსი მოიცავს აუდიტორიებს, ლაბორატორიებსა და ადმინისტრაციულ ზონას.  

კორპუსში ასევე მოეწყო უწყვეტი განათლების ცენტრი და ბიბლიოთეკა, რომელიც ემსახურება როგორც სტუდენტებს, ისე უწყვეტი განათლების პროგრამებში ჩართულ პირებს რეგიონის მასშტაბით.  

250 სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ბიუჯეტი მილიონ 750 ათას ლარამდეა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში