ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტო 2025, 18:46 8488 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი