საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

22 აგვისტო 2025, 13:50 67 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებს. ხაზი გაესვა რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო, ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ. მინისტრმა არსებული სამაგალითო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა და ამ პროცესში პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი